საზოგადოება | თბილისი

დათო ახლოურის წიგნის 'ქალი ვაზია' წარდგინება

დათო ახლოურის წიგნის 'ქალი ვაზია' წარდგინება
დათო ახლოურის წიგნის 'ქალი ვაზია' წარდგინება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება პროფესორ დათო ახლოურის (გორის უნივერსიტეტის პროფესორი და ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი, ჟურნალ „ჩვენი უნივერსიტეტის“ რედაქტორი, საქართველოს მწერლათა ეროვნული კავშირის წევრი) წიგნის ,,ქალი ვაზია" წარდგინება.

პოეტებთან, მწერლებთან და პოეზიის მოყვარულებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს შიდა ქართლის ორგანიზაციის წინამძღოლი ნუგზარ მაჭავარიანი, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი რობერტ მაღლაკელიძე, გორის კულტურის სახლის დირექტორი ალექსანდრე ვალიაური და სხვ.

საღამოს ორგანიზატორია ქალბატონი ირინა თურქია.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი

ფოტო

დათო ახლოურის წიგნის 'ქალი ვაზია' წარდგინება
დათო ახლოურის წიგნის 'ქალი ვაზია' წარდგინება