საზოგადოება | თბილისი

ეროვნულ გალერეაში, ნინო გედევანიშვილის საჯარო ლექცია

ეროვნულ გალერეაში, ნინო გედევანიშვილის საჯარო ლექცია
ეროვნულ გალერეაში, ნინო გედევანიშვილის საჯარო ლექცია

თემა: დაღალატებული აღთქმები - მუზეუმების ორმაგი კილვატერი

ინსტიტუციური კრიტიკა იყო კონცეპტუალურ ხელოვნებასთან ასოცირებული მხატვრული პრაქტიკა, მაგრამ ამევე დროს ეს იყო მოძრაობა რომელიც ძნელად წარმოსადგენია სახელოვნებო სივრცის მიღმა არსებული სოციალური პროტესტის გარეშე. ინსტიტუციურ კრიტიკასთან ასოცირებული მხატვრებისთვის მამოძრავებელი ძალა იყო სახელოვნებო ინსტიტუციების მკაცრი ჩარჩოების გარღვევა, რომელიც იყო არა მუზეუმის კედლები არამედ უხილავი ქსელების მთელი სისტემა რომელშიაც გადახლართული იყო პოლიტიკური ფასეულობების სისტემა, შეზღუდვები და რა თქმა უნდა ხელოვნების ავტონომიურობის საკითხი. ინსტიტუციური კრიტიკის წინაპირობების კონსტრუირებისას 1960-ანი წლების სოციალური პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის პარალელურად ლექციაზე განიხილება ყველაზე ხილული და ქმედითი ალტერნატივა რომელმაც წერტილი დაუსვა არტ-ინსტიტუცებზე დამოკიდებულებას, უარი თქვა ტრადიციული ხელოვნების ობიექტების შექმნაზე და ქუჩებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში გადაინაცვლა.

წყარო: საჯარო ლექცია ეროვნულ გალერეაში