საზოგადოება | თბილისი

ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია), ახალი წიგნის წარდგინება

ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია), ახალი წიგნის წარდგინება
ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია), ახალი წიგნის წარდგინება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის - ერმოლაოსის (ჭეჟია) ახალი წიგნის - „სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა“ წარდგინება-განხილვა. საღამოზე ნაჩვენები იქნება ვიდეო-რგოლები ათონის მთის შესახებ.

ღონისძიებას წარუძღვება პოეტი გიორგი კახიძე (ბუნდოვანი). სიტყვით გამოვლენ: დიდი დიღმის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გურამ ოთხოზორია, სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი - პეტრე კვარაცხელია, მწერალი და თეოლოგი - გიორგი ტიგინაშვილი, წიგნის გამომცემელი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი - ზაურ ნაჭყებია, წიგნის რედაქტორი - ხათუნა გოგია და სხვ. ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ნინო დევნოზაშვილი), ანსამბლ რუსთავის სოლისტი დავით გველესიანი.

საღამოზე გაიყიდება მამა ერმოლაუსის (ჭეჟია) წიგნი - „სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა“. შემოსული თანხა მოხმარდება „ათონელ წმინდათა სახელობის“ ტაძრის მშენებლობის დაწყებას თბილისში.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.

წყარო: საპატრიარქოს ახალგზრდული ცენტრი