საზოგადოება | თბილისი

წიგნის 'იმპერიის 8 ნამსხვრევის' პრეზენტაცია

წიგნის 'იმპერიის 8 ნამსხვრევის' პრეზენტაცია (ლოურენს სკოტ შიითსი)
წიგნის 'იმპერიის 8 ნამსხვრევის' პრეზენტაცია (ლოურენს სკოტ შიითსი)

საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ახალი წიგნის „იმპერიის 8 ნამსხვრევის“ პრეზენტაცია.

ამერიკელი ჟურნალისტი, ლოურენს სკოტ შიითსი - "როიტერის" კავკასიური რეგიონული ბიუროს განყოფილების ჟურნალისტი - წლების განმავლობაში აკვირდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. ამზადებდა რეპორტაჟებს აფხაზეთის, ჩეჩნეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის ომებიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან. მისი სიუჟეტები გადიოდა „ბიბისიზე“, იბეჭდებოდა ისეთ ცნობილ გაზეთში, როგორიცაა „ნიუ-იორკ თაიმსი“, გადაიცემოდა რადიოთი. ამ წიგნში ჟურნალისტის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგად დაგროვილი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. აღწერილია, როგორი თავზადამცემი გამოდგა საბჭოთა იმპერიის ნგრევა მათთვისაც კი, ვინც მის დაშლაზე ოცნებობდა, და როგორ მოჰყვა ამ იმპერიის ნანგრევებში ათასობით, ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი.

პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ გამომცემელი და თავად ავტორი.

წყარო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო

ვიდეო