საზოგადოება | თბილისი

ვაჟა ფშაველას ლექსების ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია

ვაჟა ფშაველას ლექსების ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია
ვაჟა ფშაველას ლექსების ფრანგული თარგმანის პრეზენტაცია

მწერალთა სახლი და ქართული აკადემიური წიგნი გიწვევთ ვაჟა ფშაველას ლექსების ფრანგული თარგმანის პრეზენტაციაზე.

მთარგმნელი გახლავთ მანანა ბანძელაძე. წიგნის რედაქტორია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც წიგნის თარგმანშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პრეზენტაციაზე გაიყიდება წიგნი და გაყიდული წიგნების თანხა გადაეცემა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი