საზოგადოება | თბილისი

კონფერენცია 'ევროპა პოსტ-საბჭოთა სივრცეში - ნაციონალიზმი და უსაფრთხოება'

კონფერენცია 'ევროპა პოსტ-საბჭოთა სივრცეში - ნაციონალიზმი და უსაფრთხოება'
კონფერენცია 'ევროპა პოსტ-საბჭოთა სივრცეში - ნაციონალიზმი და უსაფრთხოება'

GRASS (საქართველოს რეფორმების ასოციაცია ) , IRGE (საერთაშორისო ურთიერთოებები საქართველო) "ამრიკის მეგობართა კლუბთან" და "Young Diplomat Club Georgia"– სთან ერთად აცხადებს სტუდნეტურ კონფერენციას "ევროპა პოსტ-საბჭოთა სივრცეში - ნაციონალიზმი და უსაფრთხოება".

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესბულნი არიან საერთაშორისო პოლიტიკითა და საქართველს საგარეო პოლიტიკით. კონფერენციის 10 საუკეთესო მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატით, ხოლო სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა ფასიანი პრიზები. წარმატებული ნაშრომები გამოქვეყნდება ჟურნალში „დიპლომატი“
ნაშრომი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური (ორი ავტორი), ნაშრომს თან უნდა ახლდეს ხელმძღვანელის რეკომენდაცია.

კონფერენციის პირობები:

განსაკუთრებით მისასალმებელია ნაშრომები შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

  1. ევროპის უსაფრთხოების პრობლემები
  2. დიპლომატიის კრიზისი პოსტ-კომუნისტურ სივრცეში
  3. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და გამოწვევები
  4. პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტები და მათი ევროპული მომავალი (განსაკუთრებით უკრაინის კრიზისი, საქართველო და მოლდოვას სეპარატისტული რეგიონები)
  5. ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი
  6. NATO-სა და EU-ს ჩართულობა აღმოსავლეთ ევროპაში.
  7. საბჭოური მემკვიდრეობა-არასტაბილურობის წყარო.

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავფურცელს, სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიას. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
  • მოცულობა - 8-10 გვერდი (თავფურცლისა ბიბლიოგრაფიის გარეშე),
  • შრიფტი - sylfaen, ზომა - 12
  • ხაზებს შორის დაშორება - 1.5

კონფერენციის ეტაპები:

  •  
  • ეტაპი I : ნაშრომების გამოგზავნა ელ-ფოსტაზე: irgeconference@gmail.com ველში მიუთითეთ „კონფერენცია“. ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა: 6 ივნისი, 2014 წ, 23:59 სთ;
  • ეტაპი II : 11 ივნისი საუკეთესო საპრეზენტაციო ნაშრომების ავტორებთან დაკავშირება.
  • ეტაპი III : 13 ივნისი ნაშრომების პრეზენტაცია და საუკეთესო სამეულის გამოვლენა.

კონფერენცია გაიმართება 13 ივნისს.

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

lela.mamaladze@gmail.com (ლელა მამალაძე)
568 675 659 (ირინა გურგენაშვილი)

ავტორი: საერთაშორისო ურთიერთობები საქართველო

წყარო: Knowledge is Power