საზოგადოება | თბილისი

17 მაისი, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადდა

17 მაისი, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადდა
17 მაისი, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადდა

პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. პირველი ასეთი დღესასწაული მიმდინარე წლის 17 მაისს აღინიშნება, - ამის შესახებ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აცნობა.

ილია მეორე სამღვდელოებას აძლევს ლოცვა-კურთხევას, 17 მაისს, 12:00 საათზე ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს.

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ოჯახის სიმტკიცეზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე იქადაგა და ბრძანა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი. "ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, დამოკიდებულებულია მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. თუკი ადამიანი ცდილობს დაინახოს საკუთარი თავი, თუ შეუძლია განიცადოს საკუთარი ცოდვები, ის ბედნიერია, ის გამოსწორდება. მას უფალი აძლევს მადლს და ცოდვებისგან განიწმინდება. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერიცვალება. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცამდე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და სასუფევლის ღირსი გავხდეთ.

წყარო: მართლმადიდებლური ვიდეოები

ვიდეო