საზოგადოება | თბილისი

სტუდენტური კონფერენცია: 'სტუდენტური გამოწვევები'

სტუდენტური კონფერენცია: 'სტუდენტური გამოწვევები'
სტუდენტური კონფერენცია: 'სტუდენტური გამოწვევები'

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE-ის მიერ გაიმართება სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენციის თემა: სტუდენტური გამოწვევები.

ხშირია შემთხვევა, როდესაც სტუდენტის მოლოდინები და მოთხოვნები არ ემთხვევა რეალობას, რაც არაერთ სტუდენტში იწვევს იმედგაცრუებასა და სწავლაზე გულის აცრუებას. აღნიშნული საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ სტუდენტური კონფერენცია ჩატარდეს ისეთი აქტუალური და პრობლემატური საკითხის შესახებ, როგორიცაა საუნივერსიტეტო გარემო და სტუდენტის მოთხოვნა-მოლოდინები.

ნაშრომი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
• სტუდენტის მოლოდინები და საუნივერსიტეტო რეალობა
• სტუდენტის მოთხოვნები და უნივერსიტეტის გარემო/რესურსები
• უნივერსიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა : 30 მაისი 23:59

ნაშრომები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: gvantsa.chitiashvili@isie.ge

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები: 4-6 გვერდი, შიფტი - Sylfaen, შიფტის ზომა - 12, ხაზებს შორის დაშორება - 1.15; ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავფურცელს (სახელი, გვარი, კურსი, უნივერსიტეტი)

ნაშრომზე მუშაობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე 2 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მიერ.

ნაშრომებს გაასწორებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს საუკეთესო 10 ნაშრომის ავტორი, რომლებიც გააკეთებენ მოხსენებას აუდიტორიის წინაშე;

ნაშრომების წარდგენა : 8 ივნისი 12:00 საათი

ნაშრომის წარდგენის რეგლამენტი: 10 წუთი და დამატებით 5 წუთი კითხვებისათვის.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ გამარჯვებულის სერთიფიკატები და შესაბამისი პრიზები.

ყველა მონაწილე მიიღებს კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატს.

ავტორი: ISIE - აიესაი

წყარო: Knowledge is Power