საზოგადოება | თბილისი

მასობრივი მარათონი: 'ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება - არა ბიო - ნარკოტიკს'

მასობრივი მარათონი: 'ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება - არა ბიო - ნარკოტიკს'
მასობრივი მარათონი: 'ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება - არა ბიო - ნარკოტიკს'

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის - ის თბილისი 2015 - ის მხარდაჭერით დაგეგმილია მასობრივი მარათონი, რომელიც ემსახურება ანტი-ნარკოტიკულ კამპანიას, რომლის მიზანია ე.წ. ბიო-ნარკოტიკის გამოყენების პრევენცია და სპორტული აქტივობები ჯანსაღი ცხოვრების დასამკვიდრებლად. ასევე ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი სულისკვეთების განმტკიცება და მათი აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმა.

კამპანიის სლოგანია: "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება - არა ბიო - ნარკოტიკს".

ერთობლივი მარათონი არის ფართომასშტაბური ღონისძიება, სადაც საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები.

გარბენის დისტანციებია: დიდებისთვის - 5 კმ, პატარებისთვის - 1 კმ, რომელიც სტარტს აიღებს ჭავჭავაძის #50დან - მშვიდობის ხიდამდე უფროსებისთვის, ხოლო პატარებისთვის - უნივერსიტეტის I კორპუსამდე.

აღნიშნულ გარბენში მონაწილეობის მისაღებად თქვენ და თქვენი ორგანიზაციის დაქვემდებარებულ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია რეგისტრაციის გავლა ადგილზევე.

გარბენის დასრულებისთანავე გაიმართება კონცერტი რიყის პარკში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და სხვადასხვა პროექტებში მონაწილე ახალგაზრდა შემსრულებლები. მარათონი ფართოდ გაშუქდება საქართველოსა და საერთაშორისო მასმედიის მიერ.

"ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება- არა ბიო-ნარკოტიკს".

შემოგვიერთდით და აირჩიეთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო