საზოგადოება | თბილისი

კიტა ბუაჩიძის წიგნის პრეზენტაცია

კიტა ბუაჩიძის წიგნის პრეზენტაცია
კიტა ბუაჩიძის წიგნის პრეზენტაცია

მწერალთა სახლში გაიმართება კიტა ბუაჩიძის წიგნის "პუბლიცისტური ნაწერების კრებული" პრეზენტაცია.

წიგნი გამოსცა გამომცემლობა უნივერსალმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია „რივერს თაუერსის“ ფინანსური დახმარებით წიგნი შეადგინა თინათინ ბარამიძემ, რედაქტორია ნოდარ ტაბიძე, მხატვარი გოგი წერეთელი. წიგნში თავმოყრილია წიგნში თავმოყრილია კიტა ბუაჩიძის სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიცისტური წერილები.

კრებულში თავმოყრილი წერილები გამოირჩევა თემატიკის მრავალფეროვნებით და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

კიტა ბუაჩიძის „პუბლიცისტური წერილები“ ასე სრულად ერთ წიგნში ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამგვარად, მკითხველს საშუალება ეძლევა უკეთ შეიმეცნოს ამ უნიჭიერესი მწერლის შემოქმედება.

წიგნი ეძღვნება კიტა ბუაჩიძის 100 წლის საიუბილეო თარიღს.

საღამოს გაუძღვება მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი. სიტყვით გამოვლენ გასტონ ბუაჩიძე, ნოდარ ტაბიძე , რევაზ მიშველაძე და სხვები.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი