საზოგადოება | თბილისი

დოკუმენტური ფილმის, 'გურჯის გული' პრეზენტაცია

დოკუმენტური ფილმის, 'გურჯის გული' პრეზენტაცია
დოკუმენტური ფილმის, 'გურჯის გული' პრეზენტაცია

"თიბისი" გალერეაში დოკუმენტური ფილმის, "გურჯის გული" პრეზენტაცია გაიმართება.

ფილმის რეჟისორი თინიკო ჭაბუკიანი.
პროდიუსერი ნანა ვერულაშვილი.
დასწრებს თავისუფალია.
მის:მარჯანიშვილის ქ.#7

ფილმში "გურჯის გული" იმიერ საქართველოს სამი ქართულენოვანი სოფლის – ხევაის, ბალხისა და ქობაის მაცხოვრებლების, მათი ყოფისა და დღემდე შემონახული ტრადიციების შესახებაა ნაამბობი. ფილმში ნათლად ჩანს, თუ როგორ სურთ მათ ურთიერთობები აღადგინონ ისტორიულ სამშობლოსთან, შეისწავლონ დედა-ენა, რაც ახალი თაობისთვის დავიწყებას მიეცა, თუმცაღა მათში დევს ურთიერთობის სურვილი, რომელიც, მოვალენი ვართ, რომ გავაღვივოთ და არ ჩავკლათ.

დოკუმენტური ფილმი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების” ერთობლივ პროდუქტს წარმოადგენს.

წყარო: ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდი "წმიდა ანდრიას ჯვარი"

ვიდეო