საზოგადოება | თბილისი

საბას ლაურეატები - შეხვედრა ლია სტურუასთან

საბას ლაურეატები - შეხვედრა ლია სტურუასთან
საბას ლაურეატები - შეხვედრა ლია სტურუასთან

მწერალთა სახლში, გიწვევთ პოეტ ლია სტურუასთან შეხვედრაზე. ლია სტურუას პოეტური კრებული "დავიწყების დღე" 2013 წლის ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებული გახდა წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში. ლია სტურუას ლექსები ნათარგმნია სხვადასხვა ენებზე, მათ შორის: გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, ფინურ ენებზე.

შეხვედრას მოდერირებას გაუწევს მთარგმნელი, "საბას" ლაურეატი ქალბატონი მანანა ღარიბაშვილი.

ეს მეხუთე შეხვედრაა ციკლიდან "საბას ლაურეატები მწერალთა სახლში", რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია.

პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია "საბას" 2013 გამარჯვებულებს.

მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია.

ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით ზოგადად ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებს ჩვენში და უცხოეთში.

მხოლოდ ამ დღეს, "საბას"ელექტრონული წიგნების სახლი გთავაზობთ 50% ფასდაკლებით შეიძინოთ ქალბატონ ლია სტურუას ელექტრონული წიგნები.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი