საზოგადოება | თბილისი

საჯარო ლექცია 'მონტესორის ტექნიკის მიმოხილვა'

საჯარო ლექცია 'მონტესორის ტექნიკის მიმოხილვა'
საჯარო ლექცია 'მონტესორის ტექნიკის მიმოხილვა'

მინდა ჭკვიანი ვიყო!

„დამეხმარე რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება“

ეს არის მარია მონტესორის მიდგომის მთავარი დევიზი.

მარია მონტესორი, (1870-1952) იტალიელი ჰუმანისტი, პედაგოგი, პირველი ექიმი ქალი მე-19 საუკუნის იტალიაში, ცნობილია, როგორც ახალი პედაგოგიური მეთოდიკის ავტორი. 1898 წლიდან მონტესორი გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების სკოლის დირექტორი იყო.

ამ პერიოდში დაიწყო მან თავისი თეორიის პრაქტიკაში დანერგვა და სწავლების მეთოდების შემუშავება, რომელიც დღეს ცნობილია მონტესორის თეორიის სახელით.

ამ პერიოდის მოღვაწეობის შედეგი იყო ის, რომ გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე 8 წლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები წერაკითხვაში და საშუალოზე მაღალი ქულებიც მიიღეს. მაშინ „მონტესორის სასწაულზე“ მთელი იტალია ალაპარაკდა.

1907 წელს მონტესორიმ რომში დააარსა სკოლა „ბავშვების სახლი“ ყველა ტიპის ბავშვისათვის. მონტესორის სამჯერ მიანიჭეს ნობელის პრემია პედაგოგიკაში განსაკუთრებული წვლილისა და მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დაცვის გამო. დღეს მონტესორის სკოლა და მისი მეთოდი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

წყარო: დაუკავშირდი ფსიქოლოგიას

ფოტო

საჯარო ლექცია 'მონტესორის ტექნიკის მიმოხილვა'
საჯარო ლექცია 'მონტესორის ტექნიკის მიმოხილვა'