საზოგადოება | თბილისი

გურამ ფანჯიკიძის რომანის - 'ეშმაკის ბორბალი' წარდგინება

გურამ ფანჯიკიძის რომანის - 'ეშმაკის ბორბალი' წარდგინება
გურამ ფანჯიკიძის რომანის - 'ეშმაკის ბორბალი' წარდგინება

გურამ ფანჯიკიძის „ეშმაკის ბორბალი“ პირველად 90-იან წლებში გამოიცა საკმაოდ მცირე ტირაჟით, ამიტომ მკითხველთა დიდი ნაწილი ცნობილი მწერლის ამ რომანს პირველად გაიცნობს.

რომანის მთავარი პერსონაჟი - არჩილ გორდელი, რეპრესირებული ოჯახის შვილია და ეს მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მკითხველის თვალწინ გორდელების ოჯახის მაგალითზე გაიელვებს საბჭოთა საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტები, დაწყებული 1937 წლის რეპრესიებითა და დამთავრებული საბჭოეთის დაშლით.

მწერალი მისთვის დამახასიათებელი სტილით მოგვითხრობს სტალინიზმის ეპოქის ოჯახებისა და მათი მომდევნო თაობების ტრაგედიის, შინაგანი ბრძოლის, კომპრომისებისა და მისწრაფების შესახებ.

წყარო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფოტო

გურამ ფანჯიკიძის რომანის - 'ეშმაკის ბორბალი' წარდგინება
გურამ ფანჯიკიძის რომანის - 'ეშმაკის ბორბალი' წარდგინება