საზოგადოება | თბილისი

გულახდილობის საზღაური ლიტერატურაში - სილვია პლათი

გზა პოეტის ცოლის სოციალური სტატუსიდან XX საუკუნის საკულტო ფიგურამდე - თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ამ გზის მხოლოდ ნაწილი განვლო პოეტმა და მწერალმა სილვია პლათმა, იყო რა ბრიტანელი პოეტის ტედ ჰიუზის ცოლი. მსოფლიო აღიარება კი, ისევე როგორც პულიცერის პრემია, მან მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მიიღო. მისმა თვითმკვლელობამ დატოვა კითხვები: რა არის მწერლის და პოეტის საზღაური გულახდილობისთვის? რატომ შეიძლება გაქრეს მწერლის დღიურები და რომანი მისი გარდაცვალების შემდეგ, თუკი ეს მწერალი ქალია? რა აქცევს სილვია პლათის ტექსტს ისეთად, რომ მათში ყველა ქალი საკუთარ ხმას სცნობს?

ამ და სხვა საკითხებზე ლიტერატურული კლუბის მესამე შეხვედრაზე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი ისაუბრებს.

წყარო: ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი