› საზოგადოება | თბილისი
შოთა ვადაჭკორიას წიგნის - 'დალის ხეობა' წარდგინება
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შოთა ვადაჭკორიას წიგნის - 'დალის ხეობა' (ისტორიული ნარკვევი) წარდგინება.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: როინ მეტრეველი, სერგო ვარდოსანიძე, ვაჟა შუბლაძე, ზვიად კვიციანი, აკაკი გასვიანი და სხვ.
საღამოს წარუძღვება პოეტი ერეკლე საღლიანი.
ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს შეასრულებს ანსამბლი "კვირია".
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.