საზოგადოება | საზღვარგარეთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება ჩიკაგოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება ჩიკაგოში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიება ჩიკაგოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრი ატარებს საზეიმო ღონისძიებას.

"ახლოვდება 26 მაისი, საქართველოს ეროვნული დღესასწაული. ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირისგან.
ჩიკაგოს ქართული კულტურის ცენტრს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით კვირას, 25 მაისს დაგეგმილი აქვს შეხვედრა-პიკნიკი. ეს დღე იქნება ჩიკაგოელი ქართველი ემიგრანტების გაერთიანებისა და ერთად ყოფნის დღე.

ცენტრი სრულიად ყველა ქართველ ემიგრანტს იწვევს ამ ზეიმის აღსანიშნავად.

  • პიკნიკზე თავშეყრილნი ისიამოვნებენ ბუნების წიაღში გატარებული დროით
  • ჩატარდება ხანმოკლე მიტინგი 26 მაისთან დაკავშირებით
  • სკოლის მოსწავლეები იმღერებენ საქართველოს ჰიმნს
  • მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სიმღერით, ცეკვით თუ სიტყვის წარმოთქმით.

მსურველები გამოგვეხმაურეთ წერილობით ან ტელეფონების საშუალებით
პინკინი დამშვენებული იქნება ალაფურშეტით
დაწვრილებით ინფორმაციას 25 მაისის პიკნიკთან დაკავშირებით მოგაწვდით უახლოეს დღეებში."

წყარო: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (სოციალური გვერდი)