საზოგადოება | თბილისი

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - დაგეგმილი ღონისძიებები

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების დროს, ავტომანქანების მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდება 24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე.

მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის მკვეთ – გამომცემლობა „მერანთან“ ჩიხში, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – ჭონქაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე. 26 მაისს დილის 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამა:

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ვიდეო