საზოგადოება | თბილისი

სამუსიკო სკოლა 'ნიჭიერთა ათწლედი' აცხადებს მიღებას

სამუსიკო სკოლა 'ნიჭიერთა ათწლედი' აცხადებს მიღებას
სამუსიკო სკოლა 'ნიჭიერთა ათწლედი' აცხადებს მიღებას

ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" 2014-2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ განყოფილებებზე:

• საშემსრულებლო ინსტრუმენტული (საფორტეპიანო, ხემიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები);

• ჯაზის იმპროვიზაცია;

• კლასიკური ვოკალი (ასაკი 17 წლიდან 24 წლამდე);

• კომპოზიცია;

• მუსიკის თეორია და ისტორია;

• საგუნდო - სადირიჟორო;

სპეციალობებზე მოსწავლეები მიიღებიან ყველა კლასში, სწავლების ხანგრძლივობა ძირითადად 12 წლიანია. ზოგ მიმართულებაზე სასწავლო კურსი 4 - 5 წლიანია.

"ნიჭიერთა ათწლედი” - ში სწავლა უფასოა.

მსურველებმა განაცხადის შემოტანისას კანცელარიაში უნდა წასარდგინოთ:

• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და 1 ფოტოსურათი (¾-ზე).

მისაღები გამოცდები ჩატარდება 6 - იდან 9 ივნისამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 2 98-36-96; 2 93-61-49;

მისამართი: ა. ჭავჭავაძის ‪#‎19 ა‬.

წყარო: ნიჭიერთა ათწლედი