საზოგადოება | თბილისი

შეხვედრა 'საბას' ლაურეატ გიორგი მაისურაძესთან

შეხვედრა 'საბას' ლაურეატ გიორგი მაისურაძესთან
შეხვედრა 'საბას' ლაურეატ გიორგი მაისურაძესთან

მწერალთა სახლში გიწვევთ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან შეხვედრაზე.

გიორგი მაისურაძის „დაკარგული კონტექსტები“ 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა.

ეს გიორგის მეორე საბა იყო. მან 2012 წელსაც იგივე ნომინაციაში მოიპოვა „საბას“ პრემია.

გიორგი მაისურაძე უკვე რამდენიმე წელია ბერლინში (გერმანია) ცხოვრობს.მუშაობს ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში და ლექციებს ჰუმბოლტის უნივერსიტეტში კითხულობს.

შეხვედრას მოდერირებას გაუწევს ვაკო ნაცვლიშვილი.

ეს მეექვსე შეხვედრაა ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“, რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 გამარჯვებულებს. მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით ზოგადად ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებს ჩვენში და უცხოეთში.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი