საზოგადოება | თბილისი

ბავშვები მწერალთა სახლში

ბავშვები მწერალთა სახლში
ბავშვები მწერალთა სახლში

მწერალთა სახლში გამომცემლობა "ლოგოს პრესი" პატარა მკითხველებს უმასპინძლებს.

შეხვედრაზე ბავშვები მოისმენენ ბერძნულ მითს თესევსისა და მინოტავრის შესახებ წიგნიდან „ოქროს საწმისი და სხვა კლასიკური ბერძნული მითები“.

შეხვედრის ბოლოს ბავშვები თავად შექმნიან მინოტავრის ნიღაბს. პატარა მკითხველები გაიცნობენ ღმერთებსა და ქალღმერთებს, ადამიანებსა და ურჩხულებს. მათთან ერთად თავგადასავლებით სავსე ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებიან.

წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი

ფოტო

ბავშვები მწერალთა სახლში
ბავშვები მწერალთა სახლში