საზოგადოება | თბილისი

ყვავილების ფესტივალი ქუთაისში

ყვავილების ფესტივალი ქუთაისში
ყვავილების ფესტივალი ქუთაისში

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, ღია ცის ქვეშ, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება ცოცხალი ყვავილები, იშვითი ჯიშის, მარადმწვანე და დეკორატიული მცენარეები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები, თოჯინების თეატრალური წარმოდგენები. სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ილუზიონისტები და ჟონგლიორები.

აგრეთვე მოეწყობა ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. აქვე იქნება კარიკატურისტების და ბოდი არტის კუთხე.

დღის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი შეჯიბრებები ყვავილის აქსესუარების დამზადებასა და ფერადი ცარცებით ხატვაში.
ფესტივალი დასრულდება კონცერტით.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო

ყვავილების ფესტივალი ქუთაისში
ყვავილების ფესტივალი ქუთაისში