საზოგადოება | თბილისი

საუბარი 'ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი'

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება საუბარი ფილმის „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" შესახებ.

ფილმის შესახებ ისაუბრებენ რეზო ჭეიშვილი, ელდარ შენგელაია და გია ყანჩელი.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა