საზოგადოება | საქართველო

საყოველთაო აღწერა ნოემბერში გაიმართება, განხორციელდა სტუდენტებთან რიგით მეექვსე შეხვედრა

საყოველთაო აღწერა ნოემბერში გაიმართება, განხორციელდა სტუდენტებთან რიგით მეექვსე შეხვედრა
საყოველთაო აღწერა ნოემბერში გაიმართება, განხორციელდა სტუდენტებთან რიგით მეექვსე შეხვედრა

საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ნოემბერს ჩატარდება.

განხორციელდა სტუდენტებთან რიგით მეექვსე შეხვედრა

17 ივლისი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა "2014 წლის მოსახლოების აღწერის" პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მას სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მერი დაუშვილი დაესწრო.

სტატისტიკის სამსახურისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში ეს სტუდენტებთან რიგით მეექვსე შეხვედრაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მოსახლეობის საყოველთაო აღწერათან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. მერი დაუშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის აღწერის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო დასაქმების საკითხიც.

16 ივლისი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრას. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის" მნიშვნელობაზე ისაუბრა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მერი დაუშვილმა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის მოსახლეობის საყოველთაო აღწერათან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. მერი დაუშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ბატონი შალვა კირთაძე. შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის აღწერის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო დასაქმების საკითხიც.

6 ივლისი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2014 წლის 11 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება 2014 წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერათან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსახლეობის აღწერის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო დასაქმების საკითხსაც.

4 ივლისი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრას. თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის" მნიშვნელობაზე ისაუბრა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის მოსახლეობის საყოველთაო აღწერათან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. მერი დაუშვილთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია. შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის აღწერის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო დასაქმების საკითხიც.

29 ივნისი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 2014 წლის 11 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება 2014 წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერათან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსახლეობის აღწერის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების შესაძლო დასაქმების საკითხსაც.

11 ივნისი

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა - 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდნენ.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური