საზოგადოება | თბილისი

გრაფიკული დიზაინის კონკურსი საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად

გრაფიკული დიზაინის კონკურსი საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად
გრაფიკული დიზაინის კონკურსი საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად

გრაფიკული დიზაინის კონკურსი საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად არის ღია და მონაწილეობის მიღება შეუძლია არა მარტო პროფესიონალ გრაფიკოს დიზაინერებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, ვინც გაართმევს თავს მოცემულობას.

ნომინაცია:

  • ძეგლები - ნომინაციაზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ნამუშევარი რომელშიც გამოყენებული იქნება მასალები საიტიდან dzeglebi.ge - საიტის მიზანია საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა და მათი პოპულარიზაცია
  • დისკრიმინაცია L./discriminatio/ განსხვავება
  • სარეკლამო პლაკატი - ნებისმიერი ჟანრი.

შესრულების მანერა:

ნამუშევარი შესაძლებელია შესრულდეს ნებისმიერი ტექნიკით, როგორც კომპიუტერულად გენერირებული, ასევე სხვა გრაფიკული გამოსახვის მეთოდებით.

ტექნიკური მოცემულობა:

წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს ჩაწერილი jpg ფორმატში, 72 dpi რეზოლუციით, შემდეგი ზომების დაცვით: 210x297 mm (ზომა A4). მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს გამარჯვების შემთხვევაში ნამუშევრის მაღალი რეზოლუციით წარმოდგენის შესაძლებლობა, 300 dpi 297x420 mm (ზომა A3) ჩაწერილი tif, pdf, psd ფორმატში.

ჟიური:

გამარჯვებულ ნამუშევარს გამოავლენს ჟურნალ "დიზაინთბილისის" რედაქციის მიერ შერჩეული კვალიფიციური ჟიური. ჟიურის გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და განხილვას არ დაექვემდებარება.

პრიზი:

შეირჩევა 25 ნამუშევარი საგამოფენოდ, აქედან 10 ნამუშევარი გამოცხადდება გამარჯვებულად, 10 ნამუშევრიდან გამოვლინდება ერთი საუკეთესო და ერთი სპეციალური ნომინანტი.

I ადგილი: 700 ლარი.
10 ავტორს გადაეცემა პრიზები.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 2014 წ., 12:00 სთ.

რეგისტრაციის ფორმა:

დამატებითი ინფორმაციისთვის: more@designtbilisi.ge

ავტორი optograma

წყარო: Knowledge is Power