განათლება › სემინარი | ასპინძა

ვარძიის სემინარი: კონსერვაციის გეგმა

ვარძიის სემინარი: კონსერვაციის გეგმა
ვარძიის სემინარი: კონსერვაციის გეგმა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და  ორგანიზებით 7-9  ივლისს ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს მთავარი  მიზანია კლდეში ნაკვეთ უნიკალურ კომპლექსში ქვათა ცვენის შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის  მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ვარძიის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია ქართველ, დარგობრივ  სპეციალისტთა გაერთიანება და დღემდე არარსებული -  ვარძიის საკონსერვაციო დოკუმენტის შექმნა,  რომელიც ვარძიის მართვის გეგმის მომზადების მთავარი საფუძველი გახდება. 

ვორქშპის სპეციალური სტუმარია   იტალიის გეოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუნესკოს კონსულტანტი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი.   

სამდღიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს:          

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამიისტრო
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
  • გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
  • საქართველოს საპატრიაქრო
  • აპ. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • გარემოს ეროვნული სააგენტო
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტი
  • თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტი
  • იკომოს საქართველო
  • ადგილობრივი თვითმმართველობა. 

დღეს 7 ივლისს 17:00 საათზე ვორქშოპის სამუშაო ჯგუფი  ვარძიის არქიტექტურულ კომპლექსს მოინახულებს.

ხვალ 8  ივლისს 10:00 საათზე ვარძიის ვორქოშპს ოფიციალურად გახსნის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.

სამუშაო დღის განმავლობაში გაიმართება რამდენიმე პრეზენტაცია 

1. „ ვარძიის ძეგლის პერსპექტივები“ მომხსენებელი:  ქ-ნი რუსუდან მირზიკაშილი, ეროვნული  სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი  

 2. კულტურული ლანდშაფტი, გეო მემკვიდრეობა და ბუნებრივი კატასტროფები. პრეზენტაცია დაეთმობა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო გამოცდილებას.  მომხსენებელი: პროფ. კლაუდიო მარგოტინი.

 3. „ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ამჟამინდელი მდგომარეობა“ მომხსენებელი: ბ-ნი როინ ვაჭარაძე, ეროვნული სააგენტოს ვარძიის არქიტექტურულ-ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, სამუშაო შეხვედრაზე  წარმოდგენილი იქნება  ქართველ სპეცილისტთა მიერ,  ვარძიის გადარჩენისთვის  მომზადებული დამოუკიდებელი წინადადებები: 1. „საპროექტო წინადადება: ქვათაცვენის დამცავი ლითონის მავთულის ბადის მოწყობა“ მომხსენებელი ბ-ნი რამაზ კორშია.  (დამოუკიდებელი წინადადება)

2.. „ კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რესტავრაციის მეთოდი“,  მომხსენებლები:   ბ-ნი ბეჟან თუთბერიძე,  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტი;  ქ-ნი თინათინ ლეჟავა, თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი; ბ-ნი რამაზ კორშია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

3.  „ვარძიის კომპლექსის გეოლოგიური (მეტეოროლოგიური, სეისმური კვლევები) საკითხები“ მომხსენებელი  ბ-ნი მიშა ელაშვილი, ილიაუნი.   

სამუშაო დღე დასრულდება კლაუდიო მარგოტინის პრეზენტაციით და დისკუსიით - თემა   „ვარძიის ამჟამინდელი პრობლემური საკითები და შემოთავაზებული ქმედებები. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო გეგმის სამოქდემო გეგმის შემუშავება.“.

9 ივლისს  ვორქშოპის დასასრულს,  ვარძიის საკონსერვაციო გეგმის  სამოქმედო ეტაპები და სქემა  შემუშავდება. 

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო

ფოტო

ვარძია
ვარძია
ვარძია
ვარძია
ვარძია
ვარძია