განათლება › სემინარი | თბილისი

სემინარები და კონფერენცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში

სემინარები და კონფერენცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში
სემინარები და კონფერენცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში

იუსტიციის სასწავლო ცენტრი და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს მორიგ პროექტს, თემაზე – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში“

პროექტი კომპლექსურია და მოიცავს სემინარებსა და კონფერენციას, რომელიც გაიმართება საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

პროექტს პარტნიორობას უწევენ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გერმანიის თანამშრომლობა (GIZ) ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის და დანაშაულის პრევენციის ცენტრი.

პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მონაწილეთათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური და საკვანძო საკითხების მიწოდება, თემის მნიშვნელობის წამოწევა და მისი პოპულარიზაცია, გამოკვეთილი პრობლემების ფსიქოლოგიური, სოციალური და იურიდიული ასპექტების განხილვა, ამ კუთხით ქართულ კანონმდებლობაში არსებული ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი ინსტიტუტების დახვეწაზე ერთობლივი მუშაობა.

პროექტის პირველი ეტაპია სემინარები, რომელთა განმავლობაშიც სტუდენტები კომპეტენტური წყაროებიდან მიიღებენ თემის ირგვლივ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რის შემდეგაც გაიმართება კონფერენცია, სადაც მოხდება მიღებული ცოდნის აკუმულირების შედეგად დასახული პრიორიტეტებისა და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზების შეჯერება მონაწილეთა მიერ. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს მონაწილეებს მიიღონ დამატებითი ცოდნა და მოახდინონ მისი პრაქტიკაში რეალიზება.

სემინარები გაიმართება 19 – 23 მაისს.
კონფერენცია გაიმართება 7 ივნისს

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 და მაგისტრატურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების განრიგისა და დამატებითი დეტალების შესახებ შერჩეული აპლიკანტები მეილის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას.

გასაუბრება ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 15-16 მაისს.
სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 11 მაისი
პროექტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები

წყარო: 'ელსა თბილისი'

ფოტო

სემინარები და კონფერენცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში
სემინარები და კონფერენცია - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში