განათლება › შეჯიბრი | თბილისი

'თავისუფალი დებატების ლიგის' პროექტი

'თავისუფალი დებატების ლიგის' პროექტი
'თავისუფალი დებატების ლიგის' პროექტი

"თავისუფალი დებატების ლიგის" ორგანიზებით პოლიტიკური ფორმატის დებატების თბილისის ყოველწლიური ჩემპიონატი სკოლებს შორის ჩატარდება თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. პროექტი გამოავლენს, რომელი სკოლის მოსწავლეები დებატობენ ყველაზე კარგად.

ჩემპიონატის რეზოლუციაა:

"სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში უნდა შეზღუდს გამოხატვის თავისუფლება."

ჩემპიონატამდე, 24-25 მაისს, ჩატარდება ორდღიანი ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ გაეცნონ ამ ფორმატის დებატებს, არამედ დებატების დაწყებამდე პრაქტიკულად გამოიყენონ ის ცოდნა, რომელსაც გამოცდილი ტრენერისგან მიიღებენ. ტურნირში მონაწილეობის საფასურია 20 ლარი.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს ერთი და იმავე სკოლის 3 მოსწავლისგან.

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/1ntChG4

დარეგისტრირების ბოლო დღეა 20 მაისი.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ჩემპიონატისა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, ასევე, საუკეთესო სპიკერები, დაჯილდოვდებიან პრიზებით.

წყარო: თავისუფალი დებატების ლიგა (FDL)