სპორტი | თბილისი

აქცია 'იცხოვრე სპორტით'

აქცია 'იცხოვრე სპორტით'
აქცია 'იცხოვრე სპორტით'

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას გამართავს. აქციის მოწოდებაა „იცხოვრე სპორტით".

აქციის ფარგლებში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრები, მოეწყობა საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე.

თითოეულ სტუმარს საშუალება მიეცემა თავად ჩაერთოს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში - სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი); გრეხეტბოლი (სახალისო ქუჩის ფეხბურთი); მეკლდეურობა; ქვიშის ფრენბურთი; კანოე; ხრიდოლი; ქართული ჭიდაობა; კარატე; მკლავჭიდი; ჭადრაკი.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფოტო

აქცია 'იცხოვრე სპორტით' კუს ტბაზე
აქცია 'იცხოვრე სპორტით' კუს ტბაზე