ახალგაზრდა ჩოგბურთელები ევროპის ზამთრის გუნდურ პირველობაზე გამოვლენ
31 იანვარს ჩოგბურთში გუნდურ პირველობაში ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის ევროპის ზამთრის თასების გათამაშება დაიწყება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 14 და 16-წლამდე გოგონები და ვაჟები მიიღებენ. საკვალიფიკაციო რაუნდი 16-წლამდე ვაჟთა შორის რუსეთის ქალაქ კაზანში ჩატარდება.
კაზანში საქართველოს სახელით სამი ჩოგბურთელი გამოვა - საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას ირაკლი მეტრეველი, ვაჟა შუბლაძე და გუგა თავაძე შეეცდებიან. 16-წლამდე გოგონათა შესარჩევ ტურნირს იტალიის ქალაქი მანიაგო უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენები აქაც სამი ჩოგბურთელით წარსდგებიან - მარიამ ბოლქვაძე, ანა ახალკაცი და მედეა პეტრიაშვილი.
14-წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის შეჯიბრი კი თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართება. თურქეთში ძალებს 6 ქართველი მოსინჯავს - ნიკოლოზ დავლიანიძე, ზურაბ ტყემალაძე, დავით ჭელიძე; ანა შანიძე, მარიამ დალაქიშვილი, ნინო ნასიბიანი. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. ფინალური ეტაპზე კი, რომელიც 10-16 თებერვალს გაიმართება 2 საუკეთესო გუნდი გადის.