სპორტი | თბილისი

მიიღეთ მონაწილეობა ველომარათონში 'იცხოვრე სპორტით'

მიიღეთ მონაწილეობა ველომარათონში 'იცხოვრე სპორტით'
მიიღეთ მონაწილეობა ველომარათონში 'იცხოვრე სპორტით'

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, ველოსპორტის ეროვნული ფედერაციისა და ახალგაზრდული ასოციაციის ,,დრონი" ორგანიზებით მასშტაბური ველომარათონი გაიმართება.

ველომარათონში სამინისტროსა და სხვა ორგანიზატორთა წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში საქართველოში მყოფი უცხოელი მოხალისეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის მიზანია ჯანსაღი წესის დანერგვა და საქართველოში ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის საშუალების პოპულარიზაცია. ველომარათონში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.

მონაწილეობისთვის აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია და 12 ივლისის 24:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე bavshvtafondi@gmail.com გამოაგზავნოთ მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

13 ივლისს, 10:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაიწყება რეგისტრაცია, ხოლო 11:00 საათზე მარათონი აიღებს სტარტს - სამინისტროს შენობიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე.

ველომარათონი თბილისის ველოკვირეულის ფარგლებში ჩატარდება. კვირეულის ორგანიზატორია ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი''. კვირეულის პროგრამა მოიცავს ისეთ მრავალფეროვან აქტივობებს, რომელიც ერთნაირად საინტერესო იქნება როგორ მოყვარული, ასევე პროფესიონალი ველოსიპედისტებისათვის.

მსგავსი ტიპის პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თბილისის ველოკვირეული იქნება საუკეთესო საშუალება ველოსიპედის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის, გადაადგილების იაფი და ხელმისაწვდომი საშუალების პოპულარიზაციია.

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო