სპორტული ფესტივალი 'საქართველო 2014' იცხოვრე სპორტოთ დარჩი ახალგაზრდა

სპორტული ფესტივალი 'საქართველო 2014' იცხოვრე სპორტოთ დარჩი ახალგაზრდა.
საფესტივალო ღონისძიებებს, იმერეთი, კონკრეტულად კი ქ. ზესტაფონი უმასპინძლებს.
11:00 - 12:00 - მაგიდის ჩოგბურთი და სამოყვარულო ხელბურთი. მონაწილეების რეგისტრაცია. (ზესტაფონის სპორტის სასახლე).
- მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს.
- სამოყვარულო ხელბურთის შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს 4 მოთამაშით (2 ვაჟი, 2 გოგონა).
12:00 - 16:00 - შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთში. (ზესტაფონის სპორტის სასახლე).
გამოვლინდებიან რეგიონის ჩემპიონები, რომლებიც სპეციალური თასით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
მინი ფეხბურთი. დასავლეთის ლიგა. III ტური. (ზესტაფონის სპორტის სასახლე)
17:00 - კრედო (ქუთაისი) - ლაზიკა (ზუგდიდი)
18:00 - ბათუმი (ბათუმი) - GM - ჭიათურა (ჭიათურა)
19:00 - ოზურგეთი - სამტრედია
20:00 - მფკ ზესტაფონი - ბათუმის წყალი (ბათუმი)