ჯომარდობა ექსტრიმის მოყვარულთათვის ფშავის არაგვზე

მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან გასვლას ფშავში. ჯომარდობის და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს . ტურს გვიწყობს ჯომარდი.ჯის გამოცდილი საზოგადოება , რომლებიც იზრუნებენ ჩვენს უსაფრთხო აღჭურვილობასა და ჯომარდობაზე.
ჯომარდობის საფასური: 40 ლარი +10 ტრანსპორტირება თბილისიდან ფშავამდე და უკან. (საკვები უნდა წავიღოთ ჩვენით ან ავაგროვოთ საერთო თანხა)
მარშუტი: ფშავის არაგვი: კოპალას ხიდი - თვალივი, სიგრძე: 13 კმ, სირთულე: II - IV კატეგორია.
საჭირო რჩევები: ჩაიცვით მსუბუქად , სპორტულად. წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წინდა, პირახოცი, წყლის სათვალე (სურვილისამებრ)
გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ / ნაბახუსევ მდგომარეობაში, არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას / მარშირებისას, საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა), არ ვყრით ნაგავს, არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები (არც გარეული), არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, არ ვბილწსიტყავობთ,არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება - სურვილით, არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად", ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვმომედებთ გუნდურად
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე.
დატვირთული , ექსტრემალური თავგადასავლის შემდეგ, დავისვენებთ ფშავის გზისპირა ლამაზ ტყეში და მივირთმევთ საკვებს.
ჩაეწერეთ მხოლოდ რეალური წამომსვლელები, ვისაც საკუთარი თავის იმედი გაქვთ.დაგვიკავშირდით: 593 22 57 20.
გასვლა: რუსთავაველი, ველოსიპედის ძეგლი.
წყარო: მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"