ფუტსალში სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება
ფუტსალში სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება
ფუტსალში სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. სპორტკომპლექს არენა 2-ში გასამართ ფინალურ შეხვედრაში, ჩემპიონის ტიტულისათვის "თსუ" და "სტუ" იბრძოლებენ, მე-3 ადგილისათვის ილიას უნივერსიტეტი და სეუ ითამაშებენ.
ასევე დაიწყება მატჩი უმაღლესი ლიგის საგზურისათვის, სადაც ერთმანეთს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებიან.
ფუტსალის სტუდენტურ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში 12, ხოლო პირველ ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობდა. სტუდენტური ჩემპიონატი, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.