სპორტი | თბილისი

კანოე პოლო - საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თბილისი 2014

კანოე პოლო - საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თბილისი 2014
კანოე პოლო - საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თბილისი 2014

თბილისში, კუს ტბაზე, გაიმართება პირველი საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი კანოე პოლოში.

განრიგი:

31.05 (შაბათი)

  • სამოყვარულო ჩემპიონატი კანოე კაიაკში
  • კანოე პოლოს ტრენინგი მოხალისეებისთვის

01.06 (კვირა)

  • სამოყვარულო მარათონული დისციპლინა კანოე კაიაკში
  • მასტერკლასები მოხალისეებისთვის
  • ტურნირი კანოე პოლოში

კანოე პოლოს რეგულაციები:

კანოე პოლო, გუნდური თამაში წყალზე ბურთითა და კაიაკებით. თამაშის მიზანია მეტოქის კარში გოლის გატანა. შეიძლება ბურთის ტყორცნა ხელით ან დარტყმა ნიჩბით. თამაში იმართება აუზში ან წყალსაცავში, რომლის სიგრძეა 40 მ, სიგანე - 25 მ. წყლის სიღრმე 90 სმ მაინც უნდა იყოს. კარი წარმოადგენს წყლის ზედაპირიდან 2 მეტრის სიმაღლეზე ვერტიკალურად დაკიდებულ ჩარჩოს, რომლის სიმაღლეა 1 მ, სიგანე კი - 1,5 მ. კარები მყარადაა დამაგრებული და ბურთის შეხებისას არ მოძრაობს. ბურთი წყალბურთის ბურთის მსგავსია. მისი გარშემოწერილობაა 68,5-71 სმ, წონა - 400-500 გრ. კაიაკი არ უნდა იყოს 3 მეტრზე გრძელი და 2 მეტრზე მოკლე, 50 სმ-ზე ვიწრო და 60 სმ-ზე განიერი, წონა არ უნდა აღემატებოდეს 7 კგ-ს. ნიჩბის მაქსიმალური სიგრძეა 220 სმ, მოსასმელი ნაწილის სიგრძე - 50 სმ, სიგანე - 25 სმ. სპორტსმენები ვალდებულნი არიან სარბიელზე მუზარადით და მაშველი ჟილეტებით გამოვიდნენ. გუნდში 5 მოთამაშეა (მეკარის ჩათვლით). გუნდის წევრებს ერთი ფერის ბაიდარები და მუზარადები უნდა ჰქონდეთ. თამაში შედგება ორი პერიოდისგან, თითოეულის ხანგრძლივობაა 10-10 წუთი, შესვენება - 3 წუთი. იმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ გოლს გაიტანს. საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში ინიშნება ორი სამწუთიანი ტაიმი ერთწუთიანი შესვენებით. თამაშს სჯის ორი მსაჯი, რომლებიც ასევე კაიაკებში სხედან. თამაშის დროს მეტოქის ან მისი ნავის შეხება ნიჩბით, მისი ბლოკირება და ნიჩბით ბურთის დარტყმა, თუკი 1 მეტრის მანძილზე მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელი იმყოფება, აკრძალულია. წესის უხეში დარღვევისას, ფეხბურთის მსგავსად გამოიყენება, ბარათების სისტემა. მოთამაშე, რომელიც ყვითელ ბარათს მიიღებს, 2 წუთით ტოვებს თამაშს, წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში კი - ბრძოლას ბოლომდე ეთიშება. კარის სიახლოვეს უხეში თამაშისთვის დაწესებულია პენალტით, რომელსაც 6 მეტრიდან ურტყამენ.

წყარო: კანოე პოლო. საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, თბილისი 2014

ვიდეო