აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაქლი 'დეჟა ვიუ' მოზარდ მაყურებელთა თეატრიში

ბაღის სკამზე ერთმანეთს ხვდება ორი მარტოხელა ადამიანი. აღმოჩნდება, რომ ეს მათი პირველი და შემთხვევითი შეხვედრა არ არის. მაყურებლის თვალწინ იშლება რუსი ვერას და ქართველი კონსტანტინეს რთული, დრამატული და ამავე დროს, კომიკური ურთიერთობა.

ერთმანეთს ცვლის სიყვარულის და სიძულვილის, უნდობლობისა და ტყუილის, ეჭვიანობისა და მიმტევებლობის განცდა. არ ვიცით, კიდევ როდის და როგორ შეხვდებიან ვერა და კონსტანტინე და როდის გააცნობიერებენ, რომ ღმერთმა ისინი ერთმანეთის გადასარჩენად გააჩინა. "დეჟა ვიუ" რეჟისორი- ხათუნა მილორავა

სპექტაკლში მონაწილეობენ:

ნინო ლეჟავა და კოტე თოლორდავა

წყარო:მოზარდ მაყურებელთა თეატრი