აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'მთვრალი ალუბალი'

სპექტაკლი ,,მთვრალი ალუბალი" მარჯანიშვილის თეატრის "სარდაფში". ტექსტის ავტორი და რეჟისორი: ლევან წულაძე და ალექსანდრე ელოშვილი.

ქალს ყველაფრის ეშინია: მარტო დარჩენის, ვინმესთან ყოფნის, პოვნის და დაკარგვის; ნებისმიერი სიახლის და ძველის დაბრუნების. ეს დაავადებაა, რომელიც უბრალოდ არსებობას ნიშნავს.

კაცისთვის ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი სამუშაო დღე, ტელევიზორთან სიმარტოვეში გატარებული ყოველი საღამო, ქუჩის ჰაერის ჩასუნთქვა ცხოვრების მანიშნებელია, ბევრი ტკივილის და იმედგაცრუების შემდეგ.

წყარო:Marjanishvili Theatre