აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი' მოზარდ მაყურებელთა თეატრიში

სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'

"ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" ამ დევიზით გააერთიანა "სამი მუშკეტერი" და ერთი გაასკონელი ბედისმაძიებელი ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ და მას შემდეგ ცხოვრობენ ისინი ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში.

ათოსი, პორთოსი, არამისი და დ`არტანიანი ჩვენი ბავშვობისა და ადრეული ახალგაზრდობის თანმდევი გმირები არიან. მათი თავგადასავლები, პატიოსნება, სიყვარულისათვის თავდადება, ბოროტებასთან შებრძოლების მუდმივი სურვილი; ათოსის რაინდობა, პორთოსის ძლიერება, არამისის დახვეწილობა და დ`არტანიანის გამჭრიახობაა.

რეჟისორი: გიორგი ქანთარია.

წყარო:მოზარდ მაყურებელთა თეატრი