აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'ჯინსების თაობა'

სპექტაკლი 'ჯინსების თაობა'
სპექტაკლი 'ჯინსების თაობა'

თავისუფალ თეატრში გაიმართება სპექტაკლი „ჯინსების თაობის“ ჩვენება, რომელიც რეალურ ისტორიაზეა შექმნილი.

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან ამერიკაში მოსახვედრად თვითმფრინავის გატაცება სცადა.

მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მსხვერპლიც მოჰყვა ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა.

წყარო: teatri.ge