აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'კავკასიური ცარცის წრე'

კავკასიური ცარცის წრე“ -1944 წელს ბერტოლტ ბრეხტის მიერ შექმნილი ეპიკური პიესა, სადაც მოთხრობილია გოგონაზე, რომელიც მოიტაცებს ბავშვს და ბავშვისთვის ნამდვილ მშობლებზე უკეთეს დედად იქცევა. პიესა ბრეხტმა შეერთებულ შტატებში ყოფნისას დაწერა. პიესა ინგლისურ ენაზე თარგმნა მისმა მეგობარმა და თაყვანისმცემელმა ერიკ ბენტლიმ და მსოფლიო პრემიერა, სტუდენტური დადგმის სახით, მინესოტაში, კარლტონის კოლეჯში 1948 წელს შედგა. პროფესიულ სცენაზე კი ფილადელფიაში, ჰეჯგროუს თეატრის სცენაზე განხორციელდა ბენტლის რეჟისორობით. გერმანული პრემიერა 1954 წელს, შიფბაუერდამის თეატრში, ბერლინში შედგა. „კავკასიური ცარცის წრე“ ბრეხტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება და გერმანულ პიესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

'თავისუფალი თეატრი' წარმოგიდგენთ სპექტაკლ "კავკასიური ცარცის წრეს".

რეჟისორი:

  • ავთო ვარსიმაშვილი

მთავარ როლებში:

  • აპოლონ კუბლაშვილი (აზდაკი)
  • თამთა ინაშვილი (გრუშე)
  • თეატრის დასი სრული შემადგენლობით

სპექტაკლი ორ მოქმედებიანია. ხანგრძლივობა - ორი საათი და ორმოცი წუთი.

წყარო: თავისუფალი თეატრი