აფიშა › თეატრი | თბილისი

საბავშვო სპექტაკლი "მაშა და დათვის" პრემიერა გრიბოედოვის თეატრში

თეატრი: გრიბოედოვის თეატრი

ჩვენების დღეებია: 22, 23 თებერვალი და 1, 2, 8, 9 მარტი

  • ჩატარების ადგილი: დიდი დარბ.
  • ჟანრი: საბავშვო სპექტაკლი
  • ენა: ქართული
  • ხანგრძლივობა: 60
  • პრემიერა: 22 თებერვალს
  • წელი: 2014
  • რეჟისორი: გოჩა ხვიჩია
  • მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
  • როლში: ზუზუ კუცია, ამირან ბუიძე, ნიკოლოზ კანკია, თამარ ბედიანაშვილი, ნიკოლოზ კაკაბაძე და სხვა.

აღწერა

ლიცენზირებული თეატრალური პროექტი, „მაშა და დათვის“ მულტფილმის მიხედვით. პროექტის პარტნორია ენკი-ბენკი.

ერთ მშვენიერ დღეს, მაშას სარკმელთან შორეული აღმოსავლეთიდან თუთიყუში მოფრინდება და ამცნობს, რომ ის და მისი საქმრო პრინცი ხალიფი ბოროტმა ჯადოქარმა რუმპელ-შნობელმა მოაჯადოვა და ფრინველებად გადააქცია, ხოლო სასახლეში მყოფი ყველა ბავშვი კი წიწილებად. ის მაშას სთხოვს, რომ მასთან ერთად გაფრინდეს პრინცის სასახლეში და დაეხმაროს ავაზაკის გამოქვაბულში გამომწყვდეული ბავშვების განთავისუფლებაში, ადამიანის სახის დაბრუნებაში და ჯადოქრის წყევლის ახსნაში. მაშა უყოყმანოდ თანხმდება მოჯადოებულ პრინცესას დახმარებაზე და მასთან ერთად მიაშურებს შორეულ აღმოსავლეთს. მეგობრის დასახმარებლად წასული მაშა, დათვი და მათი სხვა მეგობრები უამრავ წინააღმდეგობას გადააწყდებიან ბოროტი ჯადოქრის და მისი ავაზაკი ძმის მხრიდან, მაგრამ როგორც ყველა ზღაპარში, აქაც ყველაფერი კარგად მთავრდება და სპექტაკლის დასასრულს, ბოროტებაზე იმარჯვებს მეგობრობა, სიკეთე, თანადგომა და სიყვარული.

ბილეთების შეძენა

წყარო: biletebi.ge

ფოტო

საბავშვო სპექტაკლი მაშა და დათვი
საბავშვო სპექტაკლი მაშა და დათვი