აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი"

სპექტაკლი რუსთაველის თეატრში

ექსპერიმენტული სცენა

მონოსპექტაკლი ერთ მოქმედებად

ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება მურმან ჯინორიასი

“ამ სპექტაკლით მინდა ჩვენი ახალგაზრდობა მივუახლოვო ქართულ გენეტიკურ მახსოვრობას.” - მურმან ჯინორია

სპექტაკლის ხანგრძლივობა : 90 წთ

მონაწილეობენ - მურმან ჯინორია

ფასი - 6, 8 ლარი (ბილეთების შეძენა)

სპექტაკლის შესახებ

სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული – ტერენტი გრანელთან, ზაფხული – გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება. სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

წყარო: რუსთაველის დრამატული თეატრი