აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'კავკასიური ცარცის წრე'

სპექტაკლი 'კავკასიური ცარცის წრე'
სპექტაკლი 'კავკასიური ცარცის წრე'

თავისუფალი თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "კავკასიური ცარცის წრე".

პიესის ავტორი: ბერტოლდ ბრეხტი.

რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი

მხატვარი: მირიან შველიძე

მონაწილეობენ:

გოგა ბარბაქაძე, აპოლონ კობლაშვილი, მარიშა კიტია, ვანო ქურასბედიანი, თიკო კორძაძე, თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი,სანდრო მარგალიტაშვილი, ჯაბა კილაძე, მამუკა მუმლაძე, გიორგი ჯიქია, ქეთა ლორთქიფანიძე, მაია დობორჯგინიძე, ნათია კვაშალი.

ბერტოლტ ბრეხტის ლეგენდარული პიესის „თავისუფალი თეატრის“ ახალი ინტერპრეტაცია. ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებაა, გრუშე ვაჩნაძე შემთხვევით გადაარჩენს გუბერნატორის პატარა შვილს, რომელსაც მოსაკლავად ეძებენ, გრუშე იძულებულია ბავშვთან ერთად გაიქცეს და გაზარდოს ბავშვი, დრო გადის, ქვეყნის ხელისუფლება იცვლება და გამოჩნდება ბავშვის მშობელი დედა. საქმე სასამართლომდე მიდის, მოსამართლე კი სოფლის ერთი ლოთი და აშიკი კაცია, სახელად აზდაკი. (რომანტიული იგავი).

წყარო: თავისუფალი თეატრი

ფოტო

სპექტაკლი 'კავკასიური ცარცის წრე'
სპექტაკლი 'კავკასიური ცარცის წრე'