აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'

სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი დიდი სცენზე, წარმოგიდგენთ სპექტაკლს, "სამი მუშკეტერი".

"ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" ამ დევიზით გააერთიანა სამი მუშკეტერი და ერთი გაასკონელი ბედისმაძიებელი ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ და მას შემდეგ ცხოვრობენ ისინი ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში. ათოსი, პორთოსი, არამისი და დ`არტანიანი ჩვენი ბავშვობისა და ადრეული ახალგაზრდობის თანმდევი გმირები არიან. მათი თავგადასავლები, პატიოსნება, სიყვარულისათვის თავდადება, ბოროტებასთან შებრძოლების მუდმივი სურვილი; ათოსის რაინდობა, პორთოსის ძლიერება, არამისის დახვეწილობა და დ`არტანიანის გამჭრიახობაა, ასე რომ გვიზიდავდა და გვხიბლავდა ყოველთვის.ამიტომაც აირჩია რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ და ჩვენმა თეატრმა ეს ნაწარმოები დასადგმელად.... და კიდევ იმისთვის, რომ კვლავაც და კვლავაც შევახსენოთ ჩვენს ახალგაზრდობას, რა დიდი ძალაა მეგობრობაში, ერთგულებასა და ვაჟკაცურ თანადგომაში.

რეჟისორი - გიორგი ქანთარია

მხატვარი - ნინო კიტია

კომპოზიტორი - დავით მალაზონია

რეჟისორის თანაშემწე - ქეთი ქანთარია

ქორეოგრაფი - ანანო სამსონაძე

ინსცენირების ავტორი - ზურაბ სამდაშვილი

სასცენო მოძრაობა - შოთა სხირტლაძისა

მონაწილეობენ:

დავით ხახიძე, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, ვანო დუგლაძე, ლევან კაციაშვილი, გიორგი კაჭახიძე, პაატა მხეიძე, ვახტანგ ნოზაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ვახტანგ ჩაჩანიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ლაშა გრძელიძე, შალვა ანთელავა, ზურაბ ავსაჯანიშვილი, ნინო ციმაკურიძე, დავით როსტომაშვილი, რამონა მიქელაძე, ზურაბ არუსია, მამუკა ბოგვერაძე, სოფიო ახუაშვილი, დიმიტრი თარბაია, თეკლა ჯავახაძე, თამარ ცქვიტინიძე, დენ ხლიბოვი, გიორგი ჯიქურიძე.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ფოტო

სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'
სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'

ვიდეო