აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'სამი მუშკეტერი'

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "სამი მუშკეტერი".

"ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის" ამ დევიზით გააერთიანა სამი მუშკეტერი და ერთი გაასკონელი ბედისმაძიებელი ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ და მას შემდეგ ცხოვრობენ ისინი ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში. ათოსი, პორთოსი, არამისი და დ`არტანიანი ჩვენი ბავშვობისა და ადრეული ახალგაზრდობის თანმდევი გმირები არიან. მათი თავგადასავლები, პატიოსნება, სიყვარულისათვის თავდადება, ბოროტებასთან შებრძოლების მუდმივი სურვილი; ათოსის რაინდობა, პორთოსის ძლიერება, არამისის დახვეწილობა და დ`არტანიანის გამჭრიახობაა, ასე რომ გვიზიდავდა და გვხიბლავდა ყოველთვის.ამიტომაც აირჩია რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ და ჩვენმა თეატრმა ეს ნაწარმოები დასადგმელად.... და კიდევ იმისთვის, რომ კვლავაც და კვლავაც შევახსენოთ ჩვენს ახალგაზრდობას, რა დიდი ძალაა მეგობრობაში, ერთგულებასა და ვაჟკაცურ თანადგომაში.

რეჟისორი - გიორგი ქანთარია

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი