აფიშა › თეატრი | თბილისი

თოჯინების თეატრში, საპრემიერო ჩვენება 'დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები'

თოჯინების თეატრში, საპრემიერო ჩვენება 'დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები'
თოჯინების თეატრში, საპრემიერო ჩვენება 'დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები'

ბავშვთა სახლის - "მომავლის გზის" აღსაზრდელებისთვის საპრემიერო ჩვენება "დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები" გაიმართება.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო

ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ:

პრემიერა:
„დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები“
გივი ჭიჭინაძის ლექსების მიხედვით
ინსცენირების ავტორი - მანანა აბრამიშვილი
დამდგმელი რეჟისორი - მაია ლორთქიფანიძე
დამდგმელი მხატვარი - ირინა ტკაჩენკო
მუსიკალური გაფორმება - ლიკა მაჭარაძე
დასაწყისი: კვირას, 25 მაისს, 12:00 და 15:00 საათზე
მისამართი: კუს ტბის ქ.#2; კულტურის ცენტრი „მუზა“.
საკონტაქტო პირი: 599 72 43 98 თათია კვალიაშვილი, პიარ-მენეჯერი.

სპექტაკლი „დათუნია დრუნჩა და მისი მეგობრები“ წარმოადგენს გივი ჭიჭინაძის ლექსებზე აგებულ ამბავს, რომელიც მოიცავს ორ თავგადასავალს. პირველი თავგადასავლის გმირია დათუნია დრუნჩა - გულუბრყვილო, კეთილი დათვის ბელი, რომელიც ყველას უნაწილებს თავის კუთვნილ ერბოს, შედეგად კი თვად რჩება სასუსნავის გარეშე.
სპექტაკლის მეორე ნაწილი კი პაწაწინა, ნაზი ჭიამაიას თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც წვიმამ დაასველა და გააცივა.
მთლიანობაში, ესაა მარტივი, მუსიკალურად მრავალფეროვანი სახალისო სპექტაკლი, რომელშიც ტყის უამრავი ბინადარი მონაწილეობს.

წყარო: თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი