აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტაკლი 'კარებს აჯახუნებენ'

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლ 'კარებს აჯახუნებენ'.

მიშელ ფერმოს პიესა ,,კარებს აჯახუნებენ“ - სახალისო ფრანგული კომედიაა. მასში ერთმანეთს ენაცვლება არა ერთი სასაცილო სიტუაცია.

მაია ჩართოლანის სპექტაკლში, კომიკური პერსონაჟები კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

ერთი ჩვეულებრივი ფრანგული ოჯახის ცხოვრება უფერულ ყოფად იქცა. უმცროსი ქალიშვილი ცდილობს, ეს მოსაწყენი ერთფეროვნება ძირფესვიანად შეცვალოს. როგორ? ნახეთ სპექტაკლი და გაიგებთ.

რეჟისორი - მაია ჩართოლანი

მხატვარი - ქეთევან თოდაძე

რეჟისორის თანაშემწე - ქეთი ქანთარია

მუსიკალური გაფორმება - ანი ზამბახიძისა

ქორეოგრაფი - ანანო სამსონაძე

მონაწილეობენ:

ნინო ლეჟავა, ნინო არჩაია, ხატია მელქაძე, ბერტა ხაფავა, იოსებ მოლოდინაშვილი, პაატა კიკვაძე, სალომე წურწუმია, შალვა ანთელავა, მაკა ბარდაველიძე, დევი რეხვიაშვილი, ცოტნე საგინაძე, ანი ზამბახიძე, სოფიო ჩხიტუნიძე, ლიკა შუკაკიძე, ნინო ციმაკურიძე, ედმონ გაბედავა, იოსებ ხაინდრავა.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი