აფიშა › თეატრი | თბილისი

სპექტალკი 'ემილის თავგადასავალი'

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ დიდ სცენაზე, სპექტაკლ "ემილის თავგადასავალი".

ჩვენი თეატრი მოუთხრობს მაყურებელს იმ პატარა ბიჭის შესახებ, რომლის თავგადასავალიც ცნობილია მთელი მსოფლიოს ბავშვებისათვის.

ეს არის ლიონერბერგელი ემილი.

ემილი სიკეთის, სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ.

ხშირად გაისმის მამამისის საშინელი ხმით ღრიალი - ემილ.

ცელქია ჩვენი ემილი, მაგრამ რა ქნას, ის ხომ პატარა ბიჭია და ზოგჯერ სიანცის ნაპერწკალი აუგიზგიზდება ხოლმე; და ნეტავ, რომელი ბიჭი გაზრდილა ცელქობის გარეშე. მთავარი კი ის არის, რომ ემილი არასოდეს ბოროტებას არ სჩადის - პირიქით, ებრძვის ბოროტ და ხარბ ადამიანს, რომელიც საწყალ მოხუცებს საახალწლო და საშობაო ძღვენს უმალავს. ემილი ის ბიჭია, რომელიც ზამთრის ქარბუქის მიუხედავად ექიმთან წაიყვანს მეგობარს.

რეჟისორი - ლევან ქობლიანიძე

მხატვარი - თეო კვიწინაძე

მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრა ლორთქიფანიძე

მუსიკალური გაფორმება - ლევან ქობლიანიძე

ქორეოგრაფი - ანანო სამსონაძე

მონაწილეობენ: ხატია მელქაძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ჭანუყვაძე, შალვა ანთელავა, მაკა ბარდაველიძე, ცოტნე საგინაძე, თორნიკე ქინქლაძე, ვასილ ამურველაშვილი, სოფიო ახუაშვილი, ირინე კუკულაძე, დიმიტრი თარბაია, ალექსი ლობოვი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ქეთევან შერვაშიძე, ნანა მირიანაშვილი.

წყარო: მოზარდ მაყურებელთა თეატრი