განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგი ტუროპერატინგსა და სასტუმროს მენეჯმენტში

ტრენინგი ტუროპერატინგსა და სასტუმროს მენეჯმენტში
ტრენინგი ტუროპერატინგსა და სასტუმროს მენეჯმენტში

ტრენინგ ცენტრი "NB" გთავაზობთ ტრენინგს სასტუმროს მენეჯმენტში.

სასტუმროს მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია იმ პროფესიის ადამიანებსათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროს მენეჯმენტით, სასტუმრო ბიზნესში დასაქმებული პერსონალისათვის, საკუთარი სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროს მქონე პირთათვის, ტურიზმის მენეჯმანტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

აღწერა:

პროგრამა მოიცავს ერთ თვინ კურს სასტუმრო მენეჯმანტში როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას. მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრეინინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ - სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია, მსოფლიოს სასტუმრო ქსელები, როგორ ფუნქციონირებს სასტუმრო და სხვადასხვა განთავსების საშუალებები, მათი ტიპები, კლასიფიკაცია, სასტუმროს აღწერა - ოთახები და კვება, სასტუმროს რეკლამირება და ურთიერთობა პარტნიორებთნ, უახლესი კომპიუტერული სისტემები სასტუმრო ბიზნესში, საქართველოში არსებული სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების დახასიათება.

კურსი დეტალურად:

  • სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია.
  • ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები.
  • სასატუმროს ტიპები, მომსახურეობის სერთიფიკაცია.
  • სასატუმროს პროდუქტი და მომსახურეობის საახები.
  • სასტუმროს ორგანიზება და პერსონალი.
  • სასტუმროს მარკეტინგი, ინტერნეტ რეკლამირება.
  • სასტუმროს მომხმარებელი და მათი სეგმენტაცია.
  • კონკურენცია სასტუმრო ბიზნესში.
  • ფინანსები - პროდუქტზე და მომსახურეობაზე ფასების განსაზღვრა.
  • კომპიუტერული სისტემები სასტუმრო ბიზნესში.
  • იურიდიული საკითხები - ხელშეკრულებები მომხმარებლებთან და პარტნიორებთან.
  • საქართველოში არსებული სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები

თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთ თვიან სტაჟირებას სასტუმროებში და ადგილზე შეისწავლიან სასტუმროს მენეჯმენტს.

პროგრამის ხანგძლივობა : 1 თვე, კვირაში სამჯერ.

კურსის ღირებულებაა 200 ლარი ჯგუფურად; ინდივიდუალურად 400 ლარი.

სასწავლო ცენტრი "NB" გთავაზობთ ტრენინგს ტუროპერატინგსა და გიდობაში + ერთდღიანი ტური საჩუქრად.

მიზნობრივი ჯგუფი: ნებისმიერი პროფესიის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექსკურსიების, ტურების, ლაშქრობების მოწყობასა და გიდის პროფესიის დაუფლებაში, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტები.

აღწერა: პროგრამა მოიცავს ერთთვიან კურსს ტუროპერატორისა და გიდის, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას. მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრენინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს საშუალება ექნებათ, სტაჟირება გაიარონ ტურისტულ კომპანია "გლობალ ტურში".

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ - საქართველოს ტურისტული პოტენციალი და საქართველოში არსებული ტურისტული ობიექტები; ექსკურსიის, ტურის, ლაშქრობის დაგეგმვა და მათი განხორციელება.

კურსი დეტალურად:

  • საერთაშორისო და საქართველოს ტურიზმის წარმოშობის და განვითარების ისტორია.
  • ტურისტული ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა.
  • ექსკურსიები, ტურები, ლაშქრობები, მათი სახეობები, დაგეგმვა და განხორციელება.
  • ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურის მიმდინარეობისას.
  • ექსკურსიამძღოლის, გიდის მოვალეობები და უნარ-ჩვევები.
  • საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიები და მათი ტურები.
  • საქართველოს ტურისტული პოტენციალი (სანახაობა, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ.)

თეორიული კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, დაგეგმონ ინფო ტურები და მონაწილეობა მიიღონ მათში.

ერთდღიანი ინფო ტურები საქართველოში:

თითოეული ინფო ტური მოიცავს ამ რეგიონში არსებულ კულტურული ძეგლების, განთავსების საშუალებების (სასტუმრო, საოჯახო სასტუმრო), კვების ობიექტების, მუზეუმების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მონახულებას, მათი ინფრასტრუქტურის შეფასება და ინფორმაციის შეგროვებას.

1. თბილისის ინფო ტური: მამა დავითი - ზემო და ქვემო ბეთლემი, სიონი, აბანოები, ნარიყალა, მეტეხი, ახალი სამება, ანჩისხატი - ეროვნული მუზეუმი.

2. კახეთის ინფო ტური: საგარეჯო (ნინოწმინდა) - ქ. სიღნაღი (ბოდბის მონასტერი) - გურჯაანი (ყოვლაწმინდა, ალ. ჭავაჭავაძის სახლ-მუზეუმი) - თელავი (იყალთო, ძველი და ახალი შუამთა, ალავერდი)

3. მცხეთა-მთიანეთის ინფო ტური: ქ. მცხეთა (სვეტიცხოველი, სამთავრო) - შიომღვიმე - მცხეთის ჯვარი - ანანური

4. შიდა ქართლის ინფო ტური: ქ. გორი - ყინწვისი - უფლისციხე - ატენის სიონი

5. ქვემო ქართლის ინფო ტური: ბოლნისის და დმანისის რაიონი (ბოლნისის სიონი, დმანისის ნაქალაქარი და ა.შ.)

6. ინფო ტური ბორჯომში: ბორჯომის რაიონი (ბაკურიანი, ტიმოთეს უბანი, მწვანე მონასტერი და ა.შ.)

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე, კვირაში სამჯერ. ღირებულება: 250 ლარი.

მიღება მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციით.

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან-საბას ქ. 1/5, ეროვნული ბანკის გვერდით.
ტელეფონი: 2 728787, 2 146643, 2 931588, 593 737043
ელ-ფოსტა: birchadze12@gmail.com
ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge

ავტორი ტრენინგ ცენტრი "NB"

წყარო: Knowledge is Power