განათლება › ტრენინგი | თბილისი

ტრენინგი 'დანაშაულის კრიმინოლოგიური ანალიზი'

პროფესიული განვითარების აკადემია გთავაზობთ ტრენინგ - კურსს "დანაშაულის კრიმინოლოგიური ანალიზი''.

პროექტი მიზნად ისახავს სამართლით, სოციოლოგიით, ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას. მონაწილეობა ასევე შეუძლიათ სხვა სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

თემატიკა:

  • კრიმინოლოგიის როლი სისხლის სამართალში: პოტენციური დამნაშავეები, დანაშაულის თვითმხილველის ფსიქოლოგია, სქესობრივი დანაშაული, პენიტენციალური სისტემა,ძალადობის რისკ - ფაქტორები.
  • "ქურდული სამყარო" და მისი კვალი საზოგადოებაში: პატიმართა სუბკულტურა, ორგანიზებული დანაშაული 21 - ე საუკუნეში.
  • განრიდება - მედიაციის როლი სისხლის სამართლის პოლიტიკაში: დამნაშავის და დაზარალებულის შერიგების მეთოდიკა, საპროცესო უნარ - ჩვევები.
  • არასრულწლოვანი დამნაშავის კრიმინოლოგიური დახასიათება - საერთაშორისო სტანდარტები. მოზარდის მოძალადედ ჩამოყალიბების რისკ - ფაქტორები.

ადგილმდებარეობა: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

განრიგი:

პროექტის ბოლო დღეს მოეწყობა შემაჯამებელი ვორქშოპი, სერთიფიკატებით დაჯილდოება და მცირე მიღება, რომლის მიზანია ტრენინგიდან მიღებული ცოდნის შეჯამება და მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის უშუალო ურთიერთობის დამყარება.

ტრენინგების ციკლს წარუძღვებიან "პროფესიული განვითარების აკადემიის" კრიმინოლოგიის ცენტრის ტრენერები:

გიგა ჭანტურია - იურისტი, მკვლევარი
მარიამ სორდია - სტაჟიორ - პროკურორი

ფორმატი: მსმენელის აქტიური ჩართულობა, პრაქტიკული სავარჯიშოები, თემატური ვიდეო - რგოლები.

გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

მთლიანი ტრენინგ - კურსის საფასური - 20 ლარი, რომელიც მოიცავს ტრენინგებისთვის აუცილებელ ყველა საჭიროებას.

აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე:

ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს მიენიჭება უპირატესობა.

სხვა დანარჩენი დეტალების შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ პირად ელ.ფოსტაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ტელეფონი: 551 200 171 (მარიამი)
ელ. ფოსტა: professionaldevelopmentacademy@gmail.com

წყარო: პროფესიული განვითარების აკადემია